კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 21 მაისი, 2026
1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს, თუ როგორ აგროვებს, იყენებს და იცავს PRIMENET (შემდგომში — „ჩვენ") ვებსაიტის prime-net.ge მომხმარებლების მონაცემებს. საიტით სარგებლობით თქვენ ეთანხმებით ამ პოლიტიკის პირობებს.
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ
- საკონტაქტო ინფორმაცია — სახელი, ელფოსტა, ტელეფონის ნომერი, კომპანიის სახელი.
- კონსულტაციის ან Facebook/Instagram Lead (Instant) ფორმაში მითითებული ინფორმაცია ბიზნესისა და სასურველი სერვისის შესახებ.
- ტექნიკური მონაცემები — IP მისამართი, ბრაუზერი, მოწყობილობის ტიპი, ვიზიტის დრო.
3. რისთვის ვიყენებთ მონაცემებს
- თქვენი მოთხოვნის დასამუშავებლად და კონსულტაციის ჩასატარებლად.
- სერვისების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად (ზარი, SMS, ელფოსტა, WhatsApp, Messenger).
- საიტის და სარეკლამო კამპანიების ხარისხის გასაუმჯობესებლად და სტატისტიკისთვის.
- კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად.
4. მონაცემთა გაზიარება
ჩვენ არ ვყიდით და არ გადავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს მარკეტინგული მიზნებისთვის. მონაცემები შესაძლოა გადაეცეს მხოლოდ ჩვენს სანდო ტექნიკურ პარტნიორებს (ჰოსტინგი, ანალიტიკა, CRM), რომლებიც ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობა.
5. Facebook / Instagram Lead Ads
როდესაც თქვენ ავსებთ ჩვენი რეკლამის Facebook-ის ან Instagram-ის Instant (Lead) ფორმას, თქვენ მიერ მითითებული მონაცემები (სახელი, ტელეფონი, ელფოსტა და სხვა ფორმაში მოცემული ველები) გადმოგვეცემა Meta Platforms, Inc.-ის მეშვეობით და გამოიყენება მხოლოდ თქვენთან დასაკავშირებლად შერჩეული სერვისის შესახებ. ფორმის გაგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ PRIMENET დაგიკავშირდეთ ტელეფონით, SMS-ით, ელფოსტით ან მესენჯერით. Meta-ს მონაცემთა დამუშავების წესები იხილეთ: facebook.com/privacy/policy. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა ან კონტაქტის შეწყვეტა — info@prime-net.ge.
5. მონაცემთა შენახვა და უსაფრთხოება
ვიყენებთ თანამედროვე ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს თქვენი ინფორმაციის დასაცავად. მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია მომსახურების გასაწევად ან კანონით მოთხოვნილია.
6. თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა. ამისთვის დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: info@prime-net.ge.
7. Cookies
საიტი იყენებს cookies-ს მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის. ბრაუზერის პარამეტრებში შეგიძლიათ მათი გათიშვა.
8. ცვლილებები პოლიტიკაში
ვიტოვებთ უფლებას პერიოდულად განვაახლოთ ეს დოკუმენტი. განახლებული ვერსია ქვეყნდება ამ გვერდზე.